ისნის რაიონში, ვაზისუბანში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ირაკლი აბუსერიძის, არასამთავრობო ორგანიზაციის ახალი ვექტორის, ისნის რაიონის ტერიტორიული ერთეულის ინიციატივით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით (NCDC), სამაჟორიტარო ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში, დაახლოებით, ას ადამიანს აივ ინფექცია, შიდსის და C ჰეპატიტის უფასო ტესტირება ჩაუტარდა.
“ჩვენი პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სოციალურ გარანტიებზე ზრუნვაა. შეინარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია, რომლისთვისაც, ხშირად, მოქალაქეებს არც დრო აქვთ და არც ენერგია. ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტი, როცა აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობის გარანტი ექიმთან დროული ვიზიტია და სწორედ ამ მიზნით დღეს მოსახლეობას კვალიფიციური ექიმების მომსახურება შევთავაზეთ. მათ აივ ინფექციების აღმოჩენისა და თავიდან აცილების მიზნით სრულყოფილი გამოკვლევები ჩაუტარდათ. მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება“,-განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.