მთავარი » ახალი ამბები » ვაქცინაციის შეფერხების მიზეზებს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი არკვევს

ვაქცინაციის შეფერხების მიზეზებს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი არკვევს

ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდათ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, შიდა აუდიტი დაავადადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, კონკრეტული მითითებები კი დღეს გახდება ცნობილი.

„ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა 10-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა.

შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა ამ ფაქტის და ასევე პროცესის მეტად უფრო ეფექტური მართვისთვის. ისინი დღეს წარმოადგენენ მოხსენებას, ასევე მოგვცემენ კონკრეტულ მითითებებს, როგორ შეიძლება პროცესი ხარვეზების გარეშე გაგრძელდეს და მოქალაქეებს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში არ შეექმნათ რისკი და შეფერხება“,- აღნიშნავს ტიკარაძე.

როგორც ტიკარაძე განმარტავს, „ასტრაზენეკას“ დეფიციტი, „მწარმოებლის შეფერხებამ გამოიწვია“.

„მათი მხრიდან, ამის ინფორმირება სამინისტროში მოხდა 22 რიცხვში. ჩვენ ვმუშაობთ დაამტებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მომწოდებელთან, რათა შემდეგი წყვეტა „ასტრაზენეკაზე“ აღარ იყოს“,-აღნიშნავს ტიკარაძე.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …