გაგრძელდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. პროგრამები მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული საჭიროებებზე. მოხდება არსებული პროგრამების დიფერენცირება და გაწეული ხარჯების ოპტიმიზაცია.
ჯანდაცვაში აქცენტები გაკეთდება პრევენციაზე, პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია და ხარჯების დაზოგვას მოიტანს მომავალში“,– ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი, ვახტანგ მეგრელიშვილი. ვახტანგ მეგრელიშვილი:
„მე მიხარია, რომ პრემიერმა შეამჩნია ის პრობლემები, რომლის შესახებაც საუბარი ბოლო სამი წლის განმავლობაში პერმანენტულად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, მას არ დაუკონკრეტებია როგორი ფორმით აპირებს დიფერენციაციას. საუბარია იმაზე, რომ დღეს საქართველოში გვაქვს სისტემა, რომლისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა როგორი შემოსავლების მქონე ოჯახს ემსახურება. ანუ, სახელმწიფო თანაბრად ემსახურება როგორც ყველაზე შეძლებულ, ასევე ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას. ეს რის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმის, რომ ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს უწევს დაფაროს ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები, სადაც წლების განმავლობაში ეს ფაქტები ყოველთვის ჩანდა”.