ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ვაკანსიების კვირეული გაიხსნა.
22-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ადგილზე შეარჩვენ მათთვის სასურველ კადრებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში წარმოდგენილია დასაქმების კვირეულში მონაწილე 60-მდე კომპანია, რომელთაც 255 პოზიციაზე 610 ვაკანსია აქვთ.
როგორც დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა თეა სტურუამ განაცხადა, ვაკანსიების რიცხვი ძალიან დიდია და მოსახლეობის მხრიდანაც დაინტერესება მაღალია.
„დაინტერესება ძალიან დიდია. დღევანდელი ვაკანსიების რიცხვიც დიდია. ხვალაც გაგრძელდება ღონისძიება და 25-ში უკვე კახეთში გადავინაცვლებთ“, – განაცხადა სტურუამ.
სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, worknet.gov.ge-ზე, 24 სექტემბრის ღამის 12:00- საათამდე დარეგისტრირდნენ.