მთავარი » სოციალური » შრომა » ვაკანსიების კვირეული დაიწყო
როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ „კვირას“ განუცხადა, თბილისის კვირეულის შემდეგ, 25 სექტემბერს მსგავსი აქცია თელავში გაიმართება.

ვაკანსიების კვირეული დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ვაკანსიების კვირეული გაიხსნა. 22-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მათთვის სასურველ კადრებს ადგილზე შეარჩევენ.

დასაქმების კვირეულში 60-მდე კომპანია მონაწილეობს. Worknet.gov.ge-ზე 1600-მდე სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული. დამსაქმებლებმა 255 პოზიციაზე, 610 ვაკანსია წარმოადგინეს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ „კვირას“ განუცხადა, თბილისის კვირეულის შემდეგ, 25 სექტემბერს მსგავსი აქცია თელავში გაიმართება. დამსაქმებლებმა 76 პოზიციაზე, 100 ვაკანსია წარმოადგინეს. ვაკანსიების კვირეულში, კახეთის მასშტაბით 20 კომპანია მონაწილეობს.

სამუშაო მაძიებელებს საშუალება აქვთ Worknet.gov.ge-ზე 24 სექტემბრის, ღამის 12 საათამდე დარეგისტრირდნენ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …