შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მედიკამენტების ხარისხის კონტროლის, სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის, ჯენერიკების და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები განიხილეს.
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ მაღალი რჩება მედიკამენტების წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში და ჩვენ ეს უნდა შევამციროთ ლეგალური და გამჭვირვალე გზებითა და საშუალებებით და არა მექანიკური შეზღუდვებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე განცხადებით, მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით, სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ემყარება.