მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » უნდა კონტროლდებოდეს ბაზარზე შემოსული მედიკამენტების ხარისხი
Children’s infectionist Maiko Janashia responds to quality control issue. “Today, there are all sort of drugs in the market, high and low quality drugs.’

უნდა კონტროლდებოდეს ბაზარზე შემოსული მედიკამენტების ხარისხი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნების” თავმჯდომარე ლევან გაბრიჩიძე მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის კონტროლის საკითხებს გამოეხმაურა.

როგორც ლევან გაბრიჩიძე მიიჩნევს, უმჯობესია, სახელმწიფომ მოქალაქის წამლებით მკურნალობა ნაწილობრივ მაინც დააფინანსოს, ვიდრე იმავე მოქალაქის ძვირადღირებული ოპერაციის დაფინანსება გახდეს საჭირო.

„ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო იხდის ფულს და აფინანსებს, რათა მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტები. რადგან ითვლება, რომ მედიკამენტების ხელმიუწვდომლობა ჯანმრთელობის ბევრად მეტ პრობლემებს იწვევს და შესაბამისად, ბევრად უფრო ძვირი ჯდება შემდგომში პაციენტის განკურნება.

წარმოიდგინეთ, საქართველოში მოქალაქისათვის მედიკამენტი არის ხელმიუწვდომელი, ამის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება და შემდეგ ოპერაცია ხდება საჭირო, რის თანხასაც სახელმწიფო იხდის. ამიტომ სახელმწიფო უნდა მიუდგეს იმ პრინციპით, რომ პირველადი მოხმარების მედიკამენტები დოტაციით დააფინანსოს. ამ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა არ გართულდება და არ გახდება საჭირო ძვირადღირებული ოპერაციები, რასაც ისევ ჩვენ ვაფინანსებთ”, – აცხადებს გაბრიჩიძე.

მისი თქმით, აუცილებელია, დასხდნენ მედიცინის დარგის სპეციალისტები, გამოყონ ის მედიკამენტები, რომელთა გარეშეც, მათი ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში, ადამიანის მდგომარეობა დამძიმდება და მათი დაფინანსება ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავზე.

გაბრიჩიძე აცხადებს, რომ, უნდა შეისწავლონ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მონოპოლიები თუ ოლიგოპოლიები და ასეთის დამტკიცების შემთხვევაში კომპანიები ძალიან სერიოზულად უნდა დაჯარიმდნენ.

ლევან გაბრიჩიძე ასევე აუცილებლად მიიჩნევს მედიკამენტების ხარისხის კონტროლს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაშია ნაწარმოები.

„უნდა კონტოლდებოდეს და მოწმდებოდეს ბაზარზე შემოსული მედიკამენტების ხარისხი. აქ საუბარი არ არის, თუ რომელი ქვეყნიდანაა შემოტანილი წამალი, შეიძლება ჩინური კარგი იყოს და ფრანგული არ ვარგოდეს. საუბარია ზოგადად შემოსულ წამლებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა შემოწმდეს და ვალდებულნიც არიან, რომ შეამოწმონ. თუ არ ამოწმებენ, უნდა ვაიძულოთ, რომ შემოწმდეს. თუ რაიმე მექანიზმი კანონით განისაზღვრება, ჩვენ უნდა მივმართოთ შესაბამის ორგანოებს მისი უმოქმედობის შემთხვევაში”, – განაცხადა ლევან გაბრიჩიძემ. 

reportiori.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …