𝟐𝟗 ივნისს „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი 𝐗𝐗𝐈𝐈“-ის დაჯილდოვებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი“ 𝐏𝐒𝐏 წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა.
ბიზნეს რეიტინგის მიხედვით საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოვების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით „სევსამორა რეზორტ & სპა ჰოტელში“ ჩატარდა.
ექსპერტების მიერ უკვე 𝟐𝟐-ედ გამოვლინდნენ წლის საუკეთესო კომპანიები, რომელთაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.