მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია“ – მინისტრის განცხადება

„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია“ – მინისტრის განცხადება

დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტების გადამოწმება მოხდება და ამ მიზნით აღარ იქნება საჭირო მედიკამენტების ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორია უკვე მზადაა და მიმდინარეობს შეთანხმება ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე, თუ რომელ დღეს უნდა ჩაინიშნოს მისი გახსნა.

„დღეს უკვე შგვიძლია თქმა, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მოხდება მედიკამენტების გადამოწმება და აღარ იქნება საჭირო ნიმუშების საზღბარგარეთ გაგზავნა მათი ხარისხის შესამოწმებლად,“ – განაცხადა მინისტრმა.

წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნის შესახებ საუბრები წლებია მიმდინარეობს.

ექსპერტების თქმით, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის კონტროლი და მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ასეთი ლაბორატორიის გარეშე შეუძლებელია.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …