მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » უხარისხო მედიკამენტებისგან სახელმწიფომ უნდა დაგვიცვას
ჯენერიკი ჩვეულებრივი მედიკამენტია, იმავე ეფექტურობითა და შემადგენლობით. მნიშვნელოვანია, რომ უხარისხო მედიკამენტებისგან კი სახელმწიფომ უნდა დაგვიცვას.

უხარისხო მედიკამენტებისგან სახელმწიფომ უნდა დაგვიცვას

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა დავით ონოფრიშვილმა ჯენერიკ მედიკამენტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარია მედიკამენტების ხარისხი გაკონტროლდეს და ჯენერიკების გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს, მას ყველა ქვეყანაში იყენებენ.

დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში მალე უნდა ამოქმედდეს, რათა მოსახლეობას ეჭვი არ გაუჩნდეს იმ პრეპარატების ხარისხის მიმართ, რაც დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.

მისივე თქმით, – „ჯენერიკი მედიკამენტია, რომელიც შექმნილია ცნობილი ბრენდ პრეპარატის ანალოგიური შემადგენლობით, მხოლოდ განსხვავებული სახელწოდებით. ჯენერიკები მთელ მსოფლიოშია, განსაკუთრებით კი, განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

ჯენერიკის ამოცნობა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის შეუძლებელია. ის ჩვეულებრივი მედიკამენტია, იმავე ეფექტურობითა და შემადგენლობით. აქ არის ერთი მომენტი, თუ რამდენად ხარისხიანია ჯენერიკი. უხარისხო მედიკამენტებისგან კი სახელმწიფომ უნდა დაგვიცვას. სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს, ზოგადად, მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი, რომელიც არ დაუშვებს ბაზარზე ისეთი პრეპარატების შემოსვლას, რომლებმაც შეიძლება მავნებელი იყოს პაციენტებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. მედიკამენტები, რომელიც დღეს ფარმაცევტულ ბაზარზეა, აუციელებლია იყოს ლაბორატორიულად შემოწმებული. მოსახლეობას ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს, რომ წამალი, განსაკუთრებით კი ჯენერიკი მათთვის მავნებელია,“ – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

1news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …