მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » უხარისხო მედიკამენტების რეალიზაცია დანაშაულია
უხარისხო მედიკამენტებს, მათი რეალიზაცია დანაშაულია. ამიტომ, სწორია ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდეს“

უხარისხო მედიკამენტების რეალიზაცია დანაშაულია

ჯანდაცვის სამინისტრომ შემოდგომაზე მედიკამენტების ფასების კლება დააანონსა. 

მედიკამენტებზე გაზრდილი ფასებისა და ხარისხის თემას საქართველოს პარლამენტის წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ქავთარაძე გამოეხმაურა.

„მედიკამენტების გაძვირების გამო ხალხში უარყოფითი რეაქციაა. რასაკვირველია, ვითარება უნდა დარეგულირდეს, თუმცა, სიტუაციის დასარეგულირებლად სუბსიდიის გამოყოფა არ მიმაჩნია მართებულად. მსგავსი პრობლემა შეიძლება ყოველთვის შეიქმნას და ყოველთვის სუბსიდია ვერ გამოიყოფა.

ლარის კურსის დასტაბილურება თავისთავად გამოიწვევს მედიკამენტებზე ფასების დაწევას. მიდგომა უნდა იყოს კომპლექსური. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არის სიტუაციიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი.

რაც შეეხება უხარისხო მედიკამენტებს, მათი რეალიზაცია დანაშაულია. ამიტომ, სწორია ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდეს“ – განაცხადა გიორგი ქავთარაძემ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …