მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » უფლება არ მაქვს, ჯენერიკებს არ ვენდობოდე – ლია კაპანაძე
უფლება არ მაქვს, ჯენერიკებს არ ვენდობოდე. მითუმეტეს, მათი ფასი დაბალია და ხელმისაწვდომია ოჯახებისათვის, პაციენტების მშობლებისათვის.

უფლება არ მაქვს, ჯენერიკებს არ ვენდობოდე – ლია კაპანაძე

ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენების საკითხზე პედიატრმა ლია კაპანაძემ ისაუბრა.

“უფლება არ მაქვს, ჯენერიკებს არ ვენდობოდე. მითუმეტეს, მათი ფასი დაბალია და ხელმისაწვდომია ოჯახებისათვის, პაციენტების მშობლებისათვის. მათ მიმართ ნდობა პრაქტიკიდან გამომდინარე მიყალიბდება, ბუნებრივია. მთავარია, პრეპარატის შედეგიანობა იყოს მაღალი და კმაყოფილი დარჩეს მშობელი და ექიმიც“.

პედიატრი ასევე შეეხო, მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებსაც და აღნიშნა, ინდოეთში წარმოებული მედიკამენტები ხარისხიანი და ეფექტურია.

„ხაზგასმით მათ ავ-კარგიანობაზე საუბარი მიუღებელია. ამისთვის სპეციალური მაკონტროლებელი ორგანოები და ხარისხის დამასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს.  ექიმმა, მშობელი უნდა დაარწმუნოს, რომ მედიკამენტი კარგია და ეფექტურია. მსოფლიოში კონკურენცია მაღალია, ყველა ფარმაცევტული კომპანია ცდილობს ხარისხიანი პროდუქტი შექმნას და  ბაზარზე გაიტანოს. ექიმისთვის და პაციენტისთვის მთავარია შედეგი“, – აცხადებს ლია კაპანაძე.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …