მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » უცხოეთში წასული ონკოპაციენტების ნაწილი მკურნალობას ისევ საქართველოში არჩევს – ონკოლოგის განმარტება

უცხოეთში წასული ონკოპაციენტების ნაწილი მკურნალობას ისევ საქართველოში არჩევს – ონკოლოგის განმარტება

რატომ მიდიან ონკოლოგიური პაციენტები უცხოეთში? ამ აქტუალურ და ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემურ საკითხზე თოდუას კლინიკის ონკოლოგი ნანა ოთხოზორია საუბრობს და ამბობს, რომ მეთოდოლოგია და მკურნალობის ტაქტიკა, რასაც საქართველოში იყენებენ, ევროპული და ამერიკული სტანდარტების იდენტურია და სწორედ ამიტონ ბევრი პაციენტი, რომელიც ამაში დარწმუნდება, უცხოეთიდან ისევ სამშობლოში ბრუნდება და მშობლიურ გარემოში აგრძელებს მკურნალობას. ეს ფაქტორი კი, ონკოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვანი ხელშემწყობია  მკურნალობის პროცესში.

„როდესაც ვსაუბრობთ ონკოლოგიაზე, ძალიან ხშირად ვახსენებთ კონსილიუმს და პერსონალიზებულ მედიცინას, რომელიც მოიცავს პაციენტზე და პაციენტის დიაგნოზზე მორგებულ, მკურნალობის ყველაზე ეფექტიან მეთოდს, რომელსაც წყვეტს კონკრეტული ექიმების გუნდი. ეს ასეა მთელ მსოფლიოში და მიხარია, რომ ამას ფეხდაფეხ მიყვება თოდუას კლინიკა. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა მიზნით ხდება პაციენტების გადინება ან საზღვარგარეთ მიმართვიანობა. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის ხელმიუწდომლობა, ოღონდ – რაღაც მიზეზის გამო, და ხშირ შემთხვევაში ესაა ფინანსური ტოქსიურობა. ჩვენ ბევრჯერ დავრწმუნდით იმაში, რომ დიაგნოზის ან მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის, იგივე მკურნალობის ტაქტიკის გადაწყვეტის მიზნით გადინებული პაციენტების აბსოლუტური უმეტესობა მაინც ბრუნდება ქვეყანაში, რადგან მკურნალობის ის ტაქტიკა არის აბსოლუტურად იდენტური, ვინაიდან ჩვენ კლინიკაში მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს ევროპისა და ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის მიერ განსაზღვრული პროტოკოლები, რაც აბსოლუტურად იდენტურია მსოფლიოს ნებისმიერი ონკოლოგიური სამედიცინო ცენტრისა. ამიტომ, როგორც წესი, პაციენტებს ასეთ შემთხვევაში ურჩევნიათ შინაურ გარემოში და ახლობლების გარემოცვაში ჩაიტარონ მკურნალობა და ეს ნამდვილად ყოველთვის ამართლებს იმიტომ, რომ მკურნალობის ეფექტიანობაში დიდწილად პაციენტის წინასწარგანწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი სამუშაო საკითხია მკურნალობის უწყვეტობა – ხშირ შემთხვევაში იძლებულნი ვართ, პაციენტს, ლიმიტიდან გამომდინარე, შევთავაზოთ ის მკურნალობა, რომელიც შეიძლება ვიცოდეთ, რომ ნაკლებეფექტიანია.  მედიკამენტოზურ შემთხვევაში ამის ყველაზე ნათელი მაგალითია იმუნოთარაპია, რომლის 2-3 ან რამდენიმე კურსისთვის იყოს საკმარისი ლიმიტი, რეალურად კი ჭირდებოდეს თვეების ან წლების განმავლობაში,“ – განაცხადა ოთხოზორიამ.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …