მთავარი » სოციალური » შრომა » ტყიბულში მეშახტეთა სამუშაო გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა
ტყიბულში მეშახტეთა სამუშაო გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა

ტყიბულში მეშახტეთა სამუშაო გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა

კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი” შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს რეკომენდაციებს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით წარმატებით ახორციელებს.

როგორც შრომის პირობების უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, მიმდინარე წლის მარტიდან „საქნახშირის” ხელმძღვანელობამ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არსებული პრობლემების გადასაჭრელად და ამ დროისთვის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია.

„კომპანია „საქნახშირის” მიმართ ჯანდაცვის სამინისტრომ 40-მდე რეკომენდაცია გასცა. ჩვენი ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი ამ დროისთვის შესრულდა, ხოლო დანარჩენი ვალდებულებების შესრულება ეტაპობრივად მიმდინარეობს. საერთო ჯამში, კომპანიამ 300 ათას ლარზე მეტი დახარჯა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და უსაფრთხოების ნომრების და სტანდარტის ასამაღლებლად. ჩემს ხელთ არსებული სტატისტიკის მიხედვით, ამ თვალსაზრისით ტყიბულის შახტას, ქვეყანაში არსებულ მაღაროებთან შედარებით, ყველაზე სერიოზული გაუმჯობესება აქვს,” აცხადებს შრომის პირობების უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.

„საქნახშირის” ადმინისტრაციის განმარტებით, ამ დროისთვის ვალდებულებების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ახლა მიმდინარეობს გრძელვადიანი პროექტების განხორციელება.

„კომპანია „საქნახშირმა”, საქართველოს პროფკავშირთან და ჯანდაცვის ონიტორინგის სამსახურთან ერთად, მნიშვნელოვანი სამუშაოები გაწია. ყველა თანამშრომელს დაურიგდა შრომითი ხელშეკრულებებისა და შინაგანაწესის ახალი ვარიანტი. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სალიანდაგე მეურნეობის წესრიგში მოსაყვანად. მთლიანად შეიცვალა 836 გრძივი მეტრი სარკინიგზო ხაზი; გაიწმინდა და მოწესრიგდა მაღაროს ეზო; მოეწყო განათება, კეთილმოეწყო სატრანსპოტო საშუალებების და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურა და სხვ.

საწარმოო გეგმის მიხედვით, ტექნოლოგიურ და სასმელ წყალს სისტემატურად უტარდება ანალიზი. ე.წ. ძიძიგურის მაღაროში გაუქმდა ავარიული დეპო, საიდანაც საველში, სადაც მეშახტეები გადაადგილდებიან, აკუმულატორების მჟავის სუნი გამოდიოდა; აშენდა ახალიდეპო, ინდივიდუალური ვენტილაციის სისტემით. კომპანია ზედმიწევნით იცავს უსაფრთხოების წესებს და რეგულარულად ამოწმებს შრომის უსაფრთხოების პირობებსაც. კომპანიაში სამუშაოები კვლავაც გრძელდება და ყველა ვალდებულება ეტაპობრივად შესრულდება, – აცხადებენ „საქნახშირის” ადმინისტრაციაში.

„საქართველოსმეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარე” თამაზ დოლაბერიძის თქმით, კომპანიამ მართლაც დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაზეც მეშახტეებიც საუბრობენ.

„მეშახტეების თქმით, კომპანიამ არაერთი სასიკეთო ცვლილება განახორციელა შახტებზე შრომის პირობების, ეკოლოგიური მდგომარეობის, საწარმოს გადაიარაღებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ამაღლებასთან დაკავშირებით. მეშახტეები იმასაც აღნიშნავენ, რომ გეგმის შესრულებისა და მასთან ხელფასის შესაბამისობის დადგენის პროცედურაც გაუმჯობესდა და ე.წ. „ნარიადი” უფრო მაღალი ტარიფით დგინდება. გარდა ამისა, შეთანხმება შედგა მთელ რიგ კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის მეშახტეებისთვის დამატებითი ბენეფიტების დაწესებაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ მეშახტეებთან ურთიერთობა ასევე პარტნიორულ რეჟიმში გაგრძელდება, რაც სამომავლოდ უფრო მეტის მიღწევის გარანტი გახდება,” – აცხადებენ „საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებში”.

commersant.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …