თბილისში ახალი, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი „დიაგნოსტიკური კლინიკა აირმედი“ გაიხსნა. კლინიკა პაციენტებს სრულ ამბულატორიულ გამოკვლევასა და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
კლინიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს : გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, ენდოკრინოლოგია, რადიოლოგია, მამოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია. Jandacva.ge გთავაზობთ ინტერვიუს კლინიკის ერთერთ დამფუძნებელ და დირექტორის მოადგილე კირა სამყურაშვილთან.
რა სახის მომსახურებას სთავაზობს აირმედ კლინიკა მომხმარებლებს?
“აირმედი” მომხმარებელს სთავაზობს პირველად სრულფასოვან დიაგნოსტირებას, რაც გულისხმობს სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს.
რომელია კლინიკისთვის პრიორიტეტული მიმართულებები?
ჩვენ გვყავს ექიმები ყველა მიმართულებით, თუმცა, კლინიკის პრიორიტეტული მიმართულებებია ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, მამოლოგია და დერმატო-ვენეროლოგია.
როგორია დაინტერესება მომხმარებლების მხრიდან ახლად გახსნილი კლინიკისადმი?
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაინტერესება საკმაოდ მაღალია იმის ფონზე, რომ სულ რამდენიმე თვეა ვფუნქციონირებთ. ვცდილობთ, რომ ყველა პაციენტი კმაყოფილი დარჩეს და მაქსიმალურად ვზრუნავთ მათ კეთილგანწყობაზე.
ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ პაციენტები?
ასე გამოკვეთილი ერთი ტიპის ჩივილები არ დაფიქსირებულა, ძირითადად, გვაკითხავენ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე და შემდეგ საჭიროებისამებრ ემსახურებიან სხვადასხვა მიმართულების ექიმები.
რამდენად თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი კლინიკა?
კლინიკა ნამდვილად აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, როგორც ლაბორატორიაში, ასევე ჩვენი ყველა პრიორიტეტულ მიმართულებით, გვაქვს უახლესი კოლპოსკოპი და კრიოდესტრუქტორი გინეკოლოგიური კველევებისთვის, ახლახანს ჩამოგვივიდა სულ ახალი დერმატოლოგიური კრიოდესტრუქციის აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს ხალების, მეჭეჭებისა და პაპილომების უსაფრთხო და უმტკინვეულო მოშორებას, რამდენიმე დღეში ასევე ველოდებით რენტგენის აპარატსაც.
ვინ არიან კლინიკის ექიმები?
კლინიკის ექიმები არიან ძალიან გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ცდილობენ, მათი ცოდნა მაქსიმალურად მოახმარონ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
როგორია მომსახურების ფასები და რამდენად კონკურენტულია სხვა კლინიკების ფასებთან შედარებით?
ფასები არის შესაბამისი ბაზარზე არსებული ფასებისა, თუმცა, ჩვენ ხშირად ვთავაზობთ მომხმარებელს სხვადასხვა აქციას, რომლის შესახებაც მუდმივად ვავრცელებთ ინფორმაციას ჩვენს facebook-ის გვერდზეც, ამიტომ გვადევნეთ თვალი. ასევე, ჩვენთან არის “პსპ დაზღვევის” ოჯახის ექიმი და გარდა ამისა, წარმოავდგენთ სადაზღვევო კომპანია “არდის”, “იმედი ლ-ის”, “აისი ჯგუფის” და “ქართუ დაზღვევის” პროვაიდერ კლინიკას, შესაბამისად, ვზრუნავთ, რომ ჩვენმა პაციენტებმა მაქსიმალურად დაბალ ფასად მიიღონ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
როგორია კლინიკის სამომავლო გეგმები? ხომ არ გეგმავთ გაფართოებას?
ჩვენი სამომავლო გეგმები მთლიანად დამოკიდებულია პაციენტებზე და მათ ნდობაზე. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ საკმარისი კეთილგანწყობა მოვიპოვეთ, აუცილებლად ვიფიქრებთ გაფართოებაზეც.