მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » თურქეთში მყოფი ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების იმპორტის ზრდას განიხილავს

თურქეთში მყოფი ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტების იმპორტის ზრდას განიხილავს

ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის 2 უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მონაცემებით, ზურაბ აზარაშვილმა წამყვანი თურქული ფარმაცევტული საწარმოებიც დაათვალიერა და ინდუსტრიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტით წარმოებული მედიკამენტების იმპორტი უმნიშვნელოვანესია. მისივე განცხადებით საქართველოს მოსახლეობას უკვე შეუძლია, თურქეთიდან იმპორტირებული, ხარისხიანი მედიკამენტები, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინოს, აღნიშნული წამლების სია კი ეტაპობრივად გაიზრდება. დაიგეგმა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, სადაც მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის გაზრდის მიზნით, მხარდაჭერის მექანიზმებს განიხილავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასაც შეხვდა.

მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრება.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …