მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი კიდევ უფრო გაამარტივდა

თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი კიდევ უფრო გაამარტივდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მედიკამენტების პროაქტიულად დარეგისტრირება დაიწყო.

ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანის წესის დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აღიარებითი რეჟიმით, პროაქტიულად რეგისტრაციას ის ფარმაცევტული პროდუქტი ექვემდებარება, რომელიც დაშვებულია საქართველოს მიერ აღიარებული სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი ორგანოს მიერ.

ფარმაცევტული პროდუქტის პროაქტიულად დასარეგისტრირებელი მედიკამენტების ნუსხას, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული, შესაბამისი კომისია განსაზღვრავს.

სამინისტროს კომისია განიხილავს ისეთი პროდუქტების დაშვებასაც, როგორიცაა ვაქცინები, შრატები, კოვიდ ინფექციის, შიდსის, ტუბერკულოზის, მალარიის, იშვიათი დაავადებების სამკურნალო საშუალებები და სხვა.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ, მართალია, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების რეგისტრაციის ვადები ისედაც გამარტივებულია და არც საფასურია მაღალი, თუმცა აღნიშნული ცვლილება მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. ამასთან, ასოციაციაში ამბობენ, რომ საუბარია სამინისტროს მიერ განსაზღვრულ და არა ყველა მედიკამენტზე.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …