მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » თურქეთიდან იმპორტირებული, დაბალფასიანი მედიკამენტები “იმპექსშიც” ხელმისაწვდომია

თურქეთიდან იმპორტირებული, დაბალფასიანი მედიკამენტები “იმპექსშიც” ხელმისაწვდომია

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. აფთიაქების ქსელებს „იმპექსი“დაემატა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს და „იმპექსი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. ერთი მედიკამენტი – „ქსარელტო“ არის ხელმისაწვდომი „GPC”-ს და „ფარმსახლი“-ს მთელ ქსელში.

„თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-ამდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე“ – ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …