ხელისუფლების ინიციატივის ფარგლებში, თურქეთიდან იმპოტირებული, შედრებით დაბალფასიანი მედიკამენტები საქართველოში მოქმედ სარეალიზაციო ქსელებში, სავარაუდოდ მარტის ბოლოდან გამოჩნდება. ეს იქნება პირველი პარტიები და არა მასობრივად შემოტანილი წამლები, და პირველი ანალიზის შესაძლებლობაც ამ პერიოდიდან გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ jandacva.ge-ს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ფარმაცევტული სფერო რთული სექტორია, სადაც არაერთი სტანდარტის დაკმაყოფილებაა საჭირო, ამიტომ, თუ პროგნოზი გამართლდა და მომხმარებლისთვის თურქეთიდან შემოტანილი, შედარებით დაბალფასიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი მარტის ბოლოდან გახდება, ეს კარგი შედები იქნბა. ილონა კოკიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე იმპორტიორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქ პარტნიორებთან, რომლებთანაც შესათანხმებელია უამრავი ნიუანსი. მისივე განცხადებით,კომპანიები თავად გადაწყვეტენ რა სახეობის, რა რაოდენობის წამლები შეისყიდონ თურქეთიდან და რომელი ბაზარი ჩაანაცვლონ ამ შესაძლებლობით.
„რა ეფექტს მოიტანს ეს ჩვენი ბაზრისთვის, ამის გაგებას, როგორც ანვარში ვთქვი, ჯამში სჭირდება 3-4-თვიანი პერიოდი, სავარაუდო დინამიკა გამოჩნდება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ და გავიგებთ თუ რამდენი მედიკამენტი ჩანაცვლდება, რა სახეობის. ეს არის კომერციული და ტექნიკური საკითხი იმიტომ რომ ყველა იმპორტიორი თავად გადაწყვეტს რომელ ბაზარს ჩაანაცვლებს თურქეთის ბაზრით. რა ფასდაკლებებში იქნება, ეს თემაც დროის შემდეგ განხილვის საგანია. ფასდაკლება შეიძლება 5% იყოს, შეიძლება 10-15%. თურქეთში სხვა სახის რეგულაციაა ფასზე, იქ სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ, ამიტომ აქ რომელი შემოვა და როგორი ფასით ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. ამის ანალიზს შევძლებთ სავარაუდოდ მარტის ბოლოდან, როცა ფიზიკურად რეალიზაციაში ჩაეშვება მედიკამენტების ნაწილი,”- განაცხადა ლონა კოკიაშვილმა.
შეგახსენებთ: 17 იანვრიდან საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ცვლილების შედეგად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული.თურქეთიდან იმპორტირებული დაბალფასიანი მედიკამენტები აფთიაქებში, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან გამოჩნდება