ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის გამოქვეყნებას აგრძელებს.
ორგანიზაციამ პირველ ეტაპზე უკვე შეისწავლა ფანასკერტელი ჩვილის, საბავშვო, ოჯახისა და პირველადი დახმარების აფთიაქისათვის საჭირო მედიკამენტების სია და მათი შესაბამისი ფასი.
ტურისტული სეზონი სულ ცოტა ხანში აქტიურ ფაზაში შევა, შესაბამისად ორგანიზაციამ გამოიკვლია და გამოიანგარიშა ტურისტისათვის აუცილებელი, რეკომენდებული და ყველაზე საჭირო მედიკამენტების სია და მათი ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.
20 დასახელების მედიკამენტის ღირებულების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მარტის თვეში მედიკამენტებზე არსებული ფასების მიხედვით, ტურისტის აფთიაქის ღირებულებამ 91 ლარი შეადგინა.
ჯანდაცვის პლატფორმა კვლავ აგრძელებს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებისათვის საჭირო აფთიაქის ღირებულების შესწავლას და ადევნებს თვალს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასის ზრდა-კლების გამოკვეთილ ტენდენციებს.
ტურისტის აფთიაქის მედიკამენტების სია და ფასები ასე გამოიყურება:
- ანტისეპტიკური საშუალებები:
სტერილური დოლბანდი – 1.04 ლ
ბამბა – 1.00 ლ
ლეიკოპლასტირი – 1.00 ლ
წყალბადის ზეჟანგი – 1.25 ლ
იოდი – 0.51 ლ
ჟგუტი – 14.80 ლ
ამიაკის ხსნარი – 1.01 ლ
ნახშირი (თეთრი კარბოაქტივი) – 3.49 ლ
მაკრატელი – 2.95 ლ
- მგზავრობისას:
დრამინა – 5.60 ლ
- ანტიჰისტამინური:
ცეტეკი – 13.85 ლ
- მწერების საწინააღმდეგო საშუალებები:
აეროზოლი ლავანდა – 7.80 ლარი
- გაციების საწინააღმდეგო საშუალებები:
ტაიქოლდი – 9.50 ლ
- ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები:
იბუპროფენი – 2.50 ლ
ციტრამონი – 0.25 ლ
ნოშპა – 3.92 ლ
- საგულე პრეპარატები:
კორსიზი – 1.50 ლ
ვალიდოლი – 0.44 ლ
- დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო:
თურმანიძის მალამო – 4.99 ლ
- მზისგან დამცავი საშუალებები:
ზიაიას სპრეი – 13.60 ლ