მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ტურისტის აფთიაქი 1 ლარით გაძვირდა
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით ტურისტის აფთიაქის შევსების მსურველებს 65 ლარის ნაცვალდ 66 ლარის გადახდა უწევდათ.

ტურისტის აფთიაქი 1 ლარით გაძვირდა

ფარმა მონიტორის ფარგლებში ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქების გამოქვეყნებას.

ორგანიზაციამ შეისწავლა ტურისტისთვის აუცილებელი მედიკამენტების, დამცავი და ანტისეპტიკური საშუალებების სია და მათი ფასი 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადამოწმების შემდეგ წინა თვის მონაცემებს შეადარა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით ტურისტის აფთიაქის შევსების მსურველებს 65 ლარის ნაცვალდ 66 ლარის გადახდა უწევდათ.

ივნისთან შედარებით ივლისში დამცავი საშუალებების ფასი გაიზარდა ერთი ლარით-22 ლარიდან 23 ლარამდე. ასევე, გაიზარდა მედიკამენტების ფასი 21 ლარიდან 25 ლარამდე, თუმცა შემცირდა ანტისეპტიკური საშუალებების ფასი 22 ლარიდან 18ლარამდე. რამაც საერთო ჯამში  1 ლარიანი სხვაობა მოგვცა.

საერთო ჯამში, კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო 2 აქსესუარის, 6 ანტისეპტიკური საშუალების, 3 დამცავი საშუალებისა და 10 დასახელების მედიკამენტის ფასი.

უფრო დეტალურად ტურისტის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი იხილეთ თანდართულ ცხილში.14074493_10208267382579923_966168512_o

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …