რამდენიმე დღეში ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიას” მიერ იმპორტირებული პრეპარატები გამოჩნდება. კომპანია მედიკამენტებს ინდოეთიდან შემოიტანს და აცხადებს, რომ მათი პროდუქცია იქნება ხელმისაწვდომი და ხარისხიანი.
ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის გამოჩენას და ზოგადად, ინდური პრეპარატების სანდოობის საკითხს გამოეხმაურა გინეკოლოგი ქეთევან ქუშაშვილი და აღნიშნა, რომ ის ენდობა ინდური წარმოების მედიკამენტებს და ბაზრის ახალი მოთამაშის გამოჩენაშიც ვერ პრობლემას ვერ ხედავს:
“არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ინდური მედიკამენტები უხარისხოა და მათი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის. ინდოეთში მზადდება მცენარეული პრეპარატები, რაც ძალიან მაღალი ხარისხისაა. ცალსახად მიდგომა ამ საკითხისადმი არ მიმაჩნია მართებულად. კარგი და ცუდი შეიძლება ყველგან იყოს. თავადაც ვიყენებ ინდური წარმოების პრეპარატებს და დამინიშავს კიდეც. რაც შეეხება “ჰუმანითი ჯორჯიას” ბაზარზე გამოჩენას, ამაში ცუდი არაფერია, რატომაც არა? თანაც, ყველამ ვიცით დღევანდელი სოციალური მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, მათი პრეპარატები თუ იქნება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი, მხოლოდ მივესალმები მათ გამოჩენას ბაზარზე”.