მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » თუ ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, მისასალმებელია
თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით - დავით სერგეენკო.

თუ ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, მისასალმებელია

 „იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთკომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვაზე, თუ როდის შემოიტანს  ჰუმანითი ჯორჯია ხელმისაწვდომ ფასებში მედიკამენტებს, განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და, ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება,თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს.

თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”, – განაცხადა სერგეენკომ. დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სულ რამდენიმე მოთამაშეა და მათ ხშირად სდებენ ბრალს ოლიგოპოლიაში, ამფონზე ბაზარზე ახალი მოთამაშეჰუმანითი ჯორჯიაშემოდის. ეს მისასალმებელია. ახალი მოთამაშე  ინდოეთიდან ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირებას გეგმავსრომლის ფასიც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით საკმაოდ დაბალი იქნება – ამგვარ პროგნოზს აკეთებენ ექსპერტები და არცთუ უსაფუძვლოდ.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ინფექციონისტი მარიამ იაკობაშვილი გამოეხმაურა. მისივე თქმით,  ახალი კომპანიის შემოსვლა დადებითი მოვლენაა და მთავარია მან ხარისხიანი მედიკამენტები შემოიტანოს. ამასთან მიაჩნია, რომ ახალი კომპანიის შემოსვლა ფარმაცევტულ  ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს:

„თუ „ჰუმანითი ჯორჯია“ ხარისხიან პრეპარატებს შემოიტანს, მე მხოლოდ მივესალმებით მათ შემოსვლას ფარმაცევტულ ბაზარზე. განსაკუთრებით, თუ ეს პრეპარატები იქნება იაფი და მოსახლეობისა ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომი.

თუ მათი მედიკამენტები ხარისხიანია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათ მწარმოებელ ქვეყანას, იქნება ეს ინდოეთი თუ გერმანია. მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის შემთხვევაში ამ ფაქტორებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. როგორც აღვნიშნე, მთავარია წამალი იყოს ხარისხიანი, მუშაობდეს, ჰქონდეს კარგი შედეგი და იყოს ეფექტური. სხვა მხრივ ნდობის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს“.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

economic.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …