მთავარი » დაზღვევა » თიბისი კოპენბურს სახელს უცვლის
სადაზღვევო კომპანიაში "კოპენბური" რებრენდინგი დაიწყო. კომპანია საქმიანობას "თიბისი დაზღვევის" (TBC Insurance) სახელით გააგრძელებს.

თიბისი კოპენბურს სახელს უცვლის

თბილისი (GBC) – სადაზღვევო კომპანიაში “კოპენბური” რებრენდინგი დაიწყო.

კომპანია საქმიანობას “თიბისი დაზღვევის” (TBC Insurance) სახელით გააგრძელებს. ის ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკის მიერ  შეძენილი სადაზღვევო  კომპანია “კოპენბური” სიცოცხლის (ჯანმრთელობის) დაზღვევის სეგმენტშიც  შედის.

კომპანიამ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია უკვე მოიპოვა.

თიბისიმ ასევე უკვე აცნობა კლიენტებს, რომ  2017 წლის 1 იანვრიდან  იცვლება თიბისის სადაზღვეო კომპანია, რომელის არჩევაც სავალდებულოა ბანკის მსესხებლისთვის და GPI ჰოლდინგის ნაცვლად იქნება სს „თიბისი დაზღვევა”. რაც შეეხება დაზღვევის პირობებს – უცვლელი რჩება.

მსესხებლს, რომელიც სარგებლობდა სიცოცხლის, უძრავი ქონების ან/და ავტომანაქანის სესხზე მიბმული სავალდებულო დაზღვევით,  დაზღვევიდან ერთი წლის შემდეგ, პოლისი ავტომატურად განუახლდება ახალი სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევის” შესაბამისი პოლისით.

ცნობილია, რომ ბანკი სადაზღვევო სექტორში პირველ ეტაპზე 8 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს და ამბიციური გეგმებიც აქვს- 3 წლის შემდეგ ბაზარზე მინიმუმ  25%-იანი წილის დაკავება.

შეგახსენებთ,  თიბისიმ კომპანია “კოპენბურის” 100%-იანი წილი 1.4 მლნ აშშ დოლარად შეიძინა.

“კოპენბური” ბაზარზე 2014 წლის ზაფხულში შემოვიდა, მისი პორტფელი ძირითადად ავტოდაზღვევაზე მოდის.

gbc.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …