მთავარი » ახალი ამბები » თედო ჯაფარიძე : საინტერესო გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გაერო-ს მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერის სიტყვით გამოსვლას საინტერესოს უწოდებს.

თედო ჯაფარიძე : საინტერესო გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გაერო-ს მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერის სიტყვით გამოსვლას საინტერესოს უწოდებს.

თედო ჯაფარიძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, მიმართვაში დასმული აქცენტები, დადებითად შეაფასა.

„საინტერესო გამოსვლა იყო. მე ვიტყოდი, სტრატეგიული ხასიათის, რომელიც ეხებოდა იმ პერსპექტივებს, რაც საქართველოს გააჩნია, არა როგორც დამოუკიდებელ გაერო-ს წევრ ქვეყანას, არამედ, როგორც რეგიონალურ აქტორს, რომელმაც თავის რეგიონში სტაბილურობის ხიდის დამაკავშირებელი ფუნქცია უნდა შეასრულოს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

გაერო-ს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე, 26 სექტემბერს მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა სიტყვით. 2015 წლის შემდგომი განვითარება – ეს იყო მთავარი თემა, რაზეც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება 4 საკითხზე გაამახვილა – ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, თანამედროვე ენერგორესურსების მიწოდება, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და თანამედროვე, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …