თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს.
მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი ინვესტიცია და ინტელექტუალური ძალისხმევაც.
“რეაბილიტაციის ცენტრს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ბოხუას ქუჩაზე ააშენებს. ველოდებით სამთავრობო დასკვნებს განაშენიანების რეგულირების გეგმის განვითარებაზე, არქტექტული ნახაზების შეთანხმებაზე და ასე შემდეგ,“-აცხადებს საგანელიძე.