თბილისში ინდური კომპანიის მიერ ე.წ ჯენერიკების ქარხნის მშენებლობის პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
ამის შესახებ „ქალების ნარატივს“ კომპანიის ქართული წამომადგენლობის სს “ბიომედიკალს გეო”-ს ხელმძღვანელმა ლალი ღოღობერიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს კომპანიის მენეჯმენტის შეცვლა, შესაბამისად ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ღოღობერიძე კომენტარისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით “ჰუმანითი ჯორჯიას” კონკურენტი ინდური კომპანია თბილისში ჯენერიკების ქარხნის აშენებას გეგმავდა.