მთავარი » სოციალური » თბილისის მერია შშმ პირთა დღის ცენტრების თანადაფინანსებას იწყებს
თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების 18 წელზე მეტი ასაკის მქონე ბენეფიციარებს დააფინანსებს.ყოველთვიურად 5 500 ლარი გამოიყოფა.

თბილისის მერია შშმ პირთა დღის ცენტრების თანადაფინანსებას იწყებს

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების 18 წელზე მეტი ასაკის მქონე ბენეფიციარებს დააფინანსებს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და თბილისის შშმ პირთა 10 დღის ცენტრის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის შესახებ
მემორანდუმი გააფორმეს.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თებერვლიდან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, 120 ბენეფიციარის დღის ცენტრებით სარგებლობას ვაუჩერული ფორმით დაფინანსებას გააგრძელებს. პროექტის დასაფინანსებლად, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამიდან ყოველთვიურად 5 500 ლარი გამოიყოფა.

როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, შშმ პირთა დღის ცენტრების სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს 100%-ით, ხოლო 18 წლის ზევით, დიფერენცირებულად აფინანსებს. კერძოდ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები 100%-იან დაფინანსებას იღებენ, ხოლო სხვა დანარჩენი პირები – 75%-ს. დარჩენილ 25%-ს თბილისის მერია დაფარავს.

დღის ცენტრების ხელმძღვანელთა განცხადებით, ოჯახების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდა პრობლემას წარმოადგენდა და ვერ ხერხდებოდა ბენეფიციარების სრულყოფილი სერვისით უზრუნველყოფა. ამდენად, მათივე განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია დღის ცენტრების ბენეფიციართა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და კულტურულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მათი ჩართვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

Tbilisi City Hall

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …