სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში, გარევაჭრობის პირობებში გამოტანილი სააღდგომო პასკები არ შეიძინოს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, შესაბამისი რეგულირების არარსებობის გამო ქუჩაში განთავსებული პროდუქცია არ კონტროლდება, რაც მის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა ქსელები უკვე შეამოწმა და საკონდიტრო ნაწარმთან დაკავშირებით გარკვეული დარღვევებიც აღმოაჩინა.