მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სტომატოლოგიურ კლინიკებში „მალხენი აირის“ გამოყენება ერთი წელია აკრძალულია

სტომატოლოგიურ კლინიკებში „მალხენი აირის“ გამოყენება ერთი წელია აკრძალულია

სტომატოლოგიურ კლინიკებში ე.წ. მალხენი აირის გამოყენება ამ დრომდე არ ხდება. ამის შესახებ jandacva.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული აირი უკვე ერთი წელია არ გამოიყენება. მიზეზი ისაა, რომ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2021 წლის მაისში სტომატოლოგიურ კლინიკებში ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა.

მაშინ ითქვა, რომ ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენება იმ ექიმ-სტომატოლოგებისგან ხდებოდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ. გარდა ამისა, აზოტის ქვეჟანგი საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის.  ფარმაცევტული პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა.

დარღვევა გამოვლინდა 2 სტომატოლოგიურ დაწესებულებაში.

კლინიკებმა განმარტეს, რომ ამ აირის გამოყენებაზე, რომლის ნებართვაც 2013 წლიდან ჰქონდათ აღებული, სანებართვო დოკუმენტაციის განახლება 5 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, რაც პროდუქტის შემომტან მხარეს უნდა უზრუნველეყო.

მალხენი აირით მკურნალობა საქართველოში წლებია მიმდინარეობს. კლინიკების სარეკლამო ინფორმაციებში აღნიშნულია, რომ ესაა “მხიარული გაზი,” რომლის უპირატესობებია სტომატოლოგთან ვიზიტის შიშის და სტრესის სრულიად მოხსნა მსუბუქი სედაციის მიღწევით, ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებისას პაციენტი ვერ გრძნობს ნემსის ჩხვლეტას; პაციენტი გონებაზეა, ემორჩილება ექიმის მითითებებს და ხელს არ უშლის მკურნალობის პროცესს, აძლევს ექიმს მკურნალობის ჩატარების საშუალებას;  არ იწვევს მიჩვევას და სწრაფად (მიწოდების შეწყვეტიდან 3-5 წუთში) გამოდის ორგანიზმიდან, მისი გამოყენება რეკომენდებულია 5-6 წლის ასაკიდან.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …