მთავარი » კვირის ინტერვიუ » სტელა ბივოლი: ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემა მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვისთვის
„გლობალური ალიანსის“ ექსპერტი სტელა ბივოლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალი მუშაკია

სტელა ბივოლი: ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემა მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვისთვის

„გლობალური ალიანსის“ ექსპერტი სტელა ბივოლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალი მუშაკია. დაამთავრა ბოსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა ეპიდემიოლოგიის განხრით. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო განვითარებისა და ჯანდაცვის პროგრამებში. პრაქტიკა გავლილი აქვს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

სტელა ბივოლი 15 წელი მუშაობდა სტრატეგიული ინფორმაციის კონსულტანტად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ახორციელებდა საზედამხედველო დაკვირვებებს, ახდენდა მონიტორინგსა და შეფასებების ანალიზს, პროგრამებისა და საჭიროებების ანალიზს. სტელა ბივოლს გააჩნია ისეთ ორგანიზაციებში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, WHO, UNICEF. იგი ტანამშრომლობდა ასევე სხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

რატომ არის ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა მნიშვნელოვანი?

უნივერსალური ჯანდაცვის მიღწევის შესახებ დებატები ფოკუსირდება ჯანდაცვის სამსახურებისადმი წვდომაზე. ამჟამად, საქართველოში არსებული მკურნალობის ხარისხი და ფინანსური მხარდაჭერა შესაძლებლობას იძლევა, მკურნალობის სისტემის ხარისხის გაუმჯობესება, მთლიანად ჯანდაცვის სექტორში დაიწყოს.

როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში, ჯანდაცვის სამსახურების ხარისხი არამყარი და არაორგანიზებულია-პაციენტთა ნაწილი საუკეთესო მკურნალობას იღებს, სხვები კი სტანდარტზე დაბალს.

წამლების უსაფრთხოება, სამედიცინო შეცდომები და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, საავადმყოფოების მდგომარეობა, საინფორმაციო სისტემის ხარვეზები და ფრაგმენტული უზრუნველყოფის სისტემა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი ფაქტორისა, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და უსაფრთხოებაზემოქმედებს.

ამ სიძნელეების და მკურნალობის ხარისხის მიღწევის სირთულეების დაძლევა საჭიროებს მთავრობის სანდო მონაცემებით უზრუნველყოფას, რაც შეიძლებაცვლილების სტრატეგიების შესამუშავებელ გამოსადეგ ინფორმაციად გარდაიქმნას. მაღალი ხარისხის მისაღწევად ასევე საჭიროა ჯანდაცვის ყველა პროფესიონალისა და დაინტერესებული მხარის თანამშრომლობა.

გადაწყვეტილებების მიღებისას, მონაცემების მნიშვნელოვან ინფორმაციად გადაქცევა მოითხოვს არსებული ინფორმაციის კარგ დამუშავებას. ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასევე აუცილებელია მყარი პარტნიორობა ჯანდაცვის საინფორმაციო გუნდსა და კლინიკის გუნდს შორის, რათა მკურნალობისას უზრუნველყოფილ იქნეს პაციენტის უსაფრთხოება.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის კომპონენტებს რაც შეეხება – ბევრი კომპონენტია, რომელთა ერთიანი ფუნქციონირებაცაა საჭირო, კერძოდ:

რესურსები: ფიზიკური და სტრუქტურული, როგორიცაა მმართველობა და კოორდინირება, შესაბამისი კანონებისა და პოლიტიკის არსებობა, ფინანსური რესურსებისა და ადამიანების არსებობა, რომლებთაც გააჩნიათ საჭირო უნარები. და ბოლოს, ინფრასტრუქტურა და კომპიუტერული ქსელები.

პროცესები: ინდიკატორები, მონაცემთა წყაროები, მონაცემთა მენეჯმენტი, საინფორმაციო პროდუქტები და ამ პროდუქტების გავრცელება და გამოყენება.

ინტეგრირებული ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა ერთად უყრის თავს სხვადასხვა წყაროებიდან მომდინარე მონაცემებს და მათ ინტეგრირებას ახდენს მნიშვნელოვან საინფორმაციო პროდუქტად, რომელიც ხელმისაწვდომი და ადვილად გამოსაყენებელი იქნება.

მონაცემთა შეკრებისა და შენახვის შემდეგ, საჭიროა მათი ისე დამუშავება და კომპილაცია, რომ მონაცემები ადვილად შედარებადი იყოს სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციასთან, რათა არ მოხდეს მონაცემთა დუბლიკაცია, შესაძლებელიიყოსშეცდომების იდენტიფიცირება და გასწორება და ამასთან, დაცულ იქნას კონფიდენციალურობა.

იდეალური და ხარისხიანი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით კავშირს სამთავრობო სტატისტიკის ოფისებსა და ყოველ საავადმყოფოს, კლინიკას, ლაბორატორიას და აფთიაქს შორის ვებ-ბაზების სრულად კომპიუტერიზირებული სისტემით, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ გამოყენებადი იქნება ცენტრალური ჰოსპიტალებიდან დაწყებული და შორეული სამედიცინო პუნქტებით დამთავრებული. ასევე იგი იმუშავებს დამოუკიდებლად, ინტერნეტის ხარვეზების მიუხედავად დატრანსპარენტულად,მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვით, უზრუნველყოფს ცენტრალიზებულ და გაანალიზებულ მონაცემებს.

ქართული კონტექსტი

საქართველოში საინფორმაციო სისტემაზე მუშაობა დეკადაზე მეტია დაიწყო, გარე დონორების დახმარებითა და თითოეული ინსტიტუტისა და კერძო დაწესებულების, ასევე კლინიკების საინფორმაციო სისტემების განვითარებით.

ამჟამად, ძალისხმევა მიმართულია სამედიციონო სამსახურების პროვაიდერების, ფარმაცევტული ორგანიზაციებისა და რეგულატორული სააგენტოების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დაკავშირებისაკენ.

ელექტრონული კომპონენტები განვითრებული ან განვითარების პროცესშია სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მაგალითად, ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაცია, სამედიცინო პერსონალის სერტიფიკაციისა და აკრედიტაციის ელექტრონული სისტემები, კიბოთი დაავადებული მოსახლეობის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ცენტრალიზებული სისტემა. თუმცა, არსებულ ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემას ჯერ კიდევ გააჩნია ხარვეზები მონაცემთა შეგროვებაში და შედეგების გამოვლენაში.

იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მონაცემები სტანდარტული ინსტრუმენტებითაა შეგროვილი, ქვეყანამ უნდა განავითაროს მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური სისტემა და ეს აისახება სანდო სტატისტიკურ ინფორმაციაში.

ხარისხი და საინფორმაციო სისტემები ჯანდაცვის ელექტრონული აღრიცხვისა და სისტემების ერაში

აითის ექსპანსია და ელექტრონული დოკუმენტაცია გააუმჯობესებენ ჯანდაცვის მონაცემთა ხარისხს, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხო და სანდო მკურნალობას. ამ მიმართულებით განვითარების გაგრძელებისათვის ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის მოძრაობა სხვადასხვა ჯგუფებს შორის. დამატებით, ელექტრონული მონაცემები სხვადასხვა წყაროებიდან ინტეგრირებულ უნდა იქნას ცენტრალიზებულად, რაც პაციენტის მკურნალობას გააუმჯობესებს.

საქართველოს შემთხვევაში ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები საჭიროებს მეტ ყურადღებას მონიტორინგზე და მკურნალობის ხარისხის შემოწმებაზე. ჯანდაცვის ხარისხზე ზრუნვა საჭიროებს ყურადღება მიექცეს ორ მთავარ საკითხს: თუ რა დონეზე უნდა მოხდეს ჯანდაცვის ხარისხის შემოწმება და როგორ უნდა შემოწმდეს ის.

მონაცემები უნდა იყოს ტრანსპარენტული და დაკვირვება უნდა იყოს შესაძლებელი. ამიტომ არის საჭიროება გადაწყდეს საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ იმართოს ეს მიმართულება, როგორ შეიქმნას სახელმძღვანელო მონაცემთა წვდომისათვის, გამოყენებისათვის და კონტროლისთვის, ისევე როგორც სახემძღვანელო შინაარსისა და ტერმინების სტანდარტიზაციისათვის. ასევე, არის საჭიროება ყურადღება გადავიდეს მონაცემთა ტრანსაქციიდან ხარისხსა და შედეგებზე, რომლებიც მოითხოვენ მონაცემთა ახალ არქიტექტურას, რაც საშუალებას მოქვცემს მრავალმხრივი სისტემა ერთობლივად ოპერირებდეს.

მრავალმხრივი პასუხისმგებლობა წამოიჭრება მონაცემთა სტანდარტიზაციასთან დაკავშირებით. ამ პროცესში, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მონაცემთა შინაარობრივ სტანდარტიზაციაზე და სანდოობის გაუმჯობესებაზე, ანალიზზე, ინფორმაციის შედეგებზე, რათა გაიზარდოს ხარისხი და უზრუნველყოფილ იქნას პაციენტის უსაფრთხოება. ამისათვის რამდენიმე პირობაა საჭირო:

მონაცემთა მართვა – ინფორმაციის მენეჯმენტის წესების და სტრუქტურის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს ტრეინინგისა და განათლების, აუდიტისა და გასაჩივრების ტექნოლოგიებს.

მონაცემთა სტანდარტიზაცია, როგორც მონაცემთა მართვის უმთავრესი პირობა, მოიცავს მონაცემთა ლექსიკონს, რომელიც მოახდენს არა მხოლოდ ტერმინების სტანდარტიზაციას, არამედ უზრუნველყოფს მათ მუდმივ გამოყენებას და მომხმარებელი დარწმუნებული იქნება, რომ ინფორმაცია, გადაწყვეტილების მისაღებად, სანდოა.

მონაცემთა ინტეგრაციისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად მონაცემთა სანდოობა და ტექნიკური უზრუნველყოფა – მონაცემეთა ანალიზი და შედეგები შესაძლებლობას იძლევა,მკურნალობისხარისხი ცენტრალიზებულად შეფასდეს. ამასთან, პაციენტის უსაფრთხოება უმთავრესი საკითხია მონაცემთა ინტეგრაციისას.

კლინიკურ გადაწყვეტილებებს ეხმარება ელექტრონული დოკუმენტაცია, ჯანდაცვასთან ასოცირებული ინფექციები და სხვა, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ნეგატიურიმოვლენები შეიძლება უფრო მარტივად იქნას იდენტიფიცირებული, ჩატარდეს მონიტორინგი და აღმოიფხვრას.

ასევე, გადახდის გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის ინსტიტუტების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით, აუცილებელია, კლინიკური აკურატულობისა და მონაცემთა სისრულის უზრუნველსაყოფა და დოკუმენტაციის ხარისხის სრულყოფილი შემოწმება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უკეთესი საინფორმაციო სისტემები საშუალებას იძლევა არსებობდეს უკეთესი ჯანდაცვის პროვაიდერები, გადაწყვეტილებების მიღება იყოს გაუმჯობესებული და უკეთ იყოს ორგანიზებული პაციენტის მკურნალობა ინფორმაციის გამოყენებისა და გაცვლის გზით. ეს ხარისხსაც ზრდის და ხარჯების ეფექტურობასაც. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამედიცინო შეცდომების შემცირებას, უსაფრთხო მკურნალობას და დაბალ ფასებს.

ქართული ჯანდაცვის სისტემა, გარე პარტნიორებთან ერთად , მნიშვნელოვან წინსვლას აღწევს ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ზოგიერთი პროცესის წარმართვაში საუკეთესო პოზიციაშია, რათა მოახდინოს ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის ხარისხის ინტეგრაცია და განავითაროს შესაბამისი ჩარჩოები მკურნალობის ხარისხის შესამოწმებლად.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …