მთავარი » სოციალური » შრომა » სს რუსთავის აზოტის საკითხზე მედიაციის პროცესი გრძელდება
მედიაციის პროცესი სს რუსთავის აზოტის მენეჯმენტსა და დასაქამებულებს შორის კვლავ მიმდინარეობს.

სს რუსთავის აზოტის საკითხზე მედიაციის პროცესი გრძელდება

მედიაციის პროცესი სს რუსთავის აზოტის მენეჯმენტსა და დასაქამებულებს შორის კვლავ მიმდინარეობს.

შეხვედრა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ელზა ჯგერენაიას, პროფკავშირების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს, სს რუსთავის აზოტის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბურდილაძესა და დასაქმებულებს შორის დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.

სოციალური დიალოგის ფარგლებში შეთანხმების მისაღწევად და ამ ეტაპზე ზუსტდება დეტალები. სს რუსთავის აზოტის ახალმა მენეჯმენტმა შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა 330 ადამიანს. სანაცვლოდ მენეჯმენტი გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2 თვის ხელფასს აუნაზღაურებს და დამატებით 3 თვის განმავლობაში გასცემს კომპენსაციას 500 ლარის ოდენობით.

ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში კი განხილული იქნება უკვე გათავისუფლებული მუშა-მოსამსახურეების დასაქმების საკითხი, მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …