ევექსი ჰოსპიტლები განაგრძობს ვაქცინაციის ხელშემწყობ კამპანიას ქსელის მასშტაბით და ბენეფიტებს შესთავაზებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კოვიდ-19 ვაქცინის 2 დოზით იქნება აცრილი.
ეს ბენეფიტებია: 500 ლარიანი თანაგადახდის ვაუჩერი ქირურგიულ მომსახურებაზე, რომლის გამოყენებას მომხმარებლები წლის ბოლომდე შეძლებენ.
50%-იან ფასდაკლება სრულ ლაბორატორიულ კვლევაზე;
სამედიცინო სარგებლის მიღება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეეძლებათ (ბენეფიტის მისაღებად მნიშვნელოვანია, მშობლები ვაქცინის 2 დოზით იყვნენ აცრილი).
კომპანიის ინფორმაციით, ბენეფიტების მიღება ევექსი ჰოსპიტლების 18-ვე სამედიცინო ცენტრში 2021 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. ბენეფიტების გააქტიურება შესაძლებელია ადგილზე, ჰოსპიტლის რეგისტრატურაში ორჯერადი აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ევექსი ჰოსპიტლები ქსელის ყველა ორჯერადად აცრილი თანამშრომლისთვისაც განაგრძობს ბენეფიტების შეთავაზებას. ასევე, ქსელის 18-ვე ჰოსპიტალს შორის დაწყებულია სამედიცინო გამოწვევა – „გახდი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულება“. ინიციატივის ფარგლებში ე.წ „მწვანე ჰოსპიტლად“, ანუ უსაფრთხო სამედიცინო ცენტრად დასახელდება ის ჰოსპიტალი, სადაც პერსონალის 80% იქნება ვაქცინირებული.