მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » სპორტის მინისტრი C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში ჩაერთო
ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სკრინინგის აქციაში ჩაერთნენ.

სპორტის მინისტრი C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში ჩაერთო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სკრინინგის აქციაში ჩაერთნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული.

უფასო სკრინინგის აქცია 2015 წლიდან, C ჰეპატიტის ვირუსის დროული გამოვლენის, მკურნალობისა და სრული ელიმინაციის მიზნით დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დაავადების მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით საქართველოში სრულიად უფასოა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …