მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები რისკის ხუთ ზონაში ტარდება
სპეციალური

სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები რისკის ხუთ ზონაში ტარდება

სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები რისკის ხუთ ზონაში ტარდება, რომელიც სტიქიის ქვეშ მოჰყვა. ეს ზონებია: “მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორია, სვანიძის ქუჩა, წყნეთის ქუჩა და წყნეთის გზატკეცილი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, დამდგარი წყლის გუბეები პოტენციურად ინფექციის გამრავლების საფრთხეს წარმოშობს, რისი თავიდან აცილების მიზნით სათანადო სამუშაოები დაიწყო. მისივე თქმით, დამუშავების პროცესში ადგილებზე ადამიანები არ უნდა იყვნენ. სწორედ ამან გამოიწვია დროებით სამუშაოების შეჩერება.

“აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას თავისი ლოგიკა აქვს, რისკებისგან მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცული, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეებში იყო მაღალი ტემპერატურა და ამ არეალში არის დიდი რაოდენობით დამდგარი წყალი. გუბეები არის რისკი, რომ განვითარდეს რაიმე სახის ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექცია.

ოღონდ ეს დაკავშირებული არ არის ცხოველების ლეშის მიწისქვეშ სავარაუდო არსებობასთან. დღეს დამუშავდება მთლიანად რისკის ზონები. დამუშავების დროს აქ არ უნდა იყვნენ მომუშავე ადამიანები, ხოლო შემდგომ დღეებში არ უნდა იყვნენ ამისთვის მოუმზადებელი ადამიანები.

ამან რამდენიმე ხნით სამუშაოები შეაფერხა, მაგრამ სამაგიეროდ, სამუშაოები მძიმე ტექნიკით გაგრძელდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ის ადგილები მოინახულა, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

ინტერპრესნიუსი

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …