მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სპეციალისტებმა არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობაში არსებულ ინოვაციურ მიღწევებზე იმსჯელეს

სპეციალისტებმა არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობაში არსებულ ინოვაციურ მიღწევებზე იმსჯელეს

 „გავაუმჯობესოთ ონკოჰემატოლოგიური პაციენტების სიცოცხლე“ –  სპეციალისტები, ექსპერტები, ექიმი ჰემატოლოგები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მკურნალობაში დღეს არსებულ ინოვაციურ მიღწევებზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე  მოხდა არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობის ახალი სტანდარტების და ახალი მიდგომების  გაცნობა და  განიხილეს დაავადების მკურნალობაში ინოვაციური მედიკამენტების როლისა და ახალი კლინიკური შემთხვევები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ექსპერტები, ექიმი ჰემატოლოგები.

ღონისძიებაზე არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობაში დღეს არსებულ ინოვაციურ საშუალებებსა და მათ გაუმჯობესებულ ცხოვრების ხარისხზე ისაუბრეს და წარმატებული კლინიკური შემტხვევბიც განიხილეს.

  • ბასტიან ვონ ტრესკოვი , ესსენი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პროფესორი – პოლატუზუმაბ ვედოტინის როლი დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობაში/კლინიკური კვლევების მონაცემების განხილვა
  • ნინო სესკურია, გერმანული ჰოპიტალის ექიმი, ონკოჰემატოლოგი და ქეთევან ცინცაძე, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი, ონკოჰემატოლოგი – ობინუტუზუმაბის წარმატებული კლინიკური შემთხვევების განხილვა

„სისხლის დაავადებები კომპლექსური და მრავალფეროვანია, რის გამოც ეს სფერო მუდმივად სიახლეების ძიებაშია. ვცდილობთ, მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება ჰემატოლოგიაში და აღმოვაჩინოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები. ჩვენი მზიანია, პაციენტებმა იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად. ღონისძიების მიზანს კი, ექიმებისთვისა  და საზოგადოებისთვის მკურნალობის გაუმჯობესებული საშუალებების, ახალი სტანდარტებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ონკოპაციენტებისთვის, “ – განმარტავს „როშ ჯორჯიას“ ონკოჰემატოლოგიის ეკოსისტემების პარტნიორი, ანა გიორგაძე.

„ზოგადად ლიმფომა სისხლის ავთვისებიან დაავადებას წარმოადგენს, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედებიდან იღებს სათავეს. არაჰოჯკინის ლიმფომა კი წარმოადგენს ყველაზე ხშირად განვითარებად ლიმფომას, რომელიც 5 დან  4 პაციენტში იჩენს თავს. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ 60 წამში ერთხელ თითო ადამიანი ისმენს, რომ მას არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუდგინდა. ეს ნიშნავს რომ ყოველწლიურად მსოფლიოში 540 000 ადამიანს უდასტურდება არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი. ჩვენი, ექიმი ჰემატოლოგების, ექსპერტებისა და სპეციალისტები მიზანია გავაუმჯობესოთ ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ცხოვრების ხარისხი, აღსანიშნავია რომ ყოველწლიურად მკურნალობაში არსებული ინოვაციური მიღწევები ამის შესაძლებლობას გვაძლევს,“ –  აღნიშნავს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი, ონკოჰემატოლოგი ქეთევან ცინცაძე.

ხაზგასასმელია, რომ  ლიმფომა შეიძლება იყოს სწრაფად ან ნელა მზარდი. სწრაფად მზარდი ლიმფომების ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განვითარებად ვარიანტს წარმოადგენს დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომა, ხოლო ნელა მზარდი (ინდოლენტური) ლიმფომის ტიპი გახლავთ ფოლიკულური ლიმფომა. B-მსხვილუჯრედული ლიმფომა: ცნობილია, რომ დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომა წარმოადგენს საკმაოდ აგრესიულ და სწრაფად მზარდ დაავადებას. იგი არაჰოჯკინის ლიმფომების საერთო რაოდენობის 30-40%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ ამ დიაგნოზის ქვეშ მყოფი პაციენტები მკურნალობას არ ჩაიტარებენ, მათი საერთო გადარჩენადობის მაჩვენებელი 1 წელზე ნაკლები იქნება. დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომის არსებული სტანდარტული სამკურნალო სქემა 20 წლის წინ იყო დანერგილი, და დღემდე წარმატებით ხორციელდება, თუმცა პაციენტების დაახლოებით 40% კვლავ განიცდის დაავადების დაბრუნებას (რეციდივს) ან არ ექვემდებარება აღნიშნულ მკურნალობას. აქედან გამომდინარე პაციენტთა დიდი რაოდენობა საჭიროებს გაუმჯობესებულ და ალტერნატიულ პრეპარატებს მკურნალობის საწყის ეტაპზე. ბოლო 20 წლის განმავლობაში  ჩატარებული კვლევებიდან მკურნალობის პირველ ხაზში, საიმედო შემთხვევები  არ დაფიქსირებულა, მხოლოდ პოლატუზუმაბ ვედოტინის+რიტუქსიმაბის+ქიმიოთერაპიის კომბინაციამ აჩვენა დიფუზური B მსხვილუჯრედული ლიმფომის მკურნალობის პირველ ხაზში პოზიტიური შედეგები, რაც კლინიკურად აისახება უფრო მეტი პაციენტის გაუმჯობესებულ ცხოვრების ხარისხში. რა მოხდება თუ დაავადება განიცდის პროგრესირებას? პაციენტები ხშირად განიცდიან მნიშვნელოვან ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია ჩატარდეს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, თუმცა პაციენტების დაახლოებით 50% თანმხლები დაავადებებისა და ასაკიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს მსგავსი მკურნალობის ჩატარებას. ასეთი პაციენტებისთვის არსებული სამკურნალო საშუალებები ლიმიტირებულია და დაკავშირებულია საშუალოდ მხოლოდ 6 თვიან გადარჩენადობასთან. ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაამტკიცა პოლატუზუმაბ ვედოტინი ზემოთხსენებული პაციენტების სამკურნალოდ, რადგან პრეპარატმა ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიასთან კომბინაციაში აჩვენა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები და დღეს ის უკვე წარმოადგენს მკურნალობის უახლეს სტანდარტს.

შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტულმა  კომპანია როშმა არაჰოჯკინის ლიმფომით დაავადებულ პაციენტებს 20 წლის წინათ შესთავაზა მკურნალობის ახალი სტანდარტი – მონოკლონური ანტისხეული, CD20 რეცეპტორზე მომქმედი რიტუქსიმაბი, რომელმაც არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების გამოჯანმრთელებაში უდიდესი როლი ითამაშა. თუმცა, პაციენტების გარკვეული ჯგუფი გამონაკლისად რჩება. ისინი განიცდიან დაავადების რეციდივს (დაბრუნებას) ან რეზისტენტულები არიან მკურნალობის მიმართ (მკურნალობა არ არის ეფექტური), შესაბამისად,  ასეთი პაციენტები საჭიროებენ დამატებით და ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებებს. მართალია, რიტუქსიმაბი ისევ რჩება მკურნალობის სტანდარტად, თუმცა ფარმაცევტული კომპანია მუდმივად  ცდილობს გააუმჯობესოს არესებული სამკურნალო მიდგომები. სწორედ ამის დასტურია არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო ახალი საშუალებებისა და სტანდარტების დანერგვა, როგორიცაა ობინუტუზუმაბი და პოლატუზუმაბ ვედოტინი – ახალი სიტყვა ონკოჰემატოლოგიაში. 

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …