მთავარი » სოციალური » სოციალური მუშაკები ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადდნენ
ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მუშაკები გადამზადდნენ.ტრენინგების დახურვის ცერემონიას ვალერი კვარაცხელია დაესწრო.

სოციალური მუშაკები ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადდნენ

 ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სოციალური მუშაკები გადამზადდნენ.

ტრენინგების დახურვის ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ადეკვატური და ეფექტიანი დახმარების მიზნით, ტრენერებმა სპეციალური სწავლება გაიარეს.

გადამზადება 15 ტრენინგისგან შედგებოდა. სასწავლო კურსში 247 სოციალური მუშაკი საქართველოს ყველა რეგიონიდან იყო ჩართული.

დახურვის ცერემონიაზე სოციალურ მუშაკებს სიტყვით USAID–ის მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, თამუნა ბარკალაიამ მიმართეს.ღონისძიების დასკვნით ნაწილში სოციალურ მუშაკებს სერთიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო კურსის მიმდინარეობისას ყურადღება ოჯახში ძალადობის ფენომენზე, ოჯახში ძალადობის ფორმებსა და შედეგებზე, მსხვერპლისა და მოძალადის თავისებურებებზე, სოციალური მუშაკის როლსა და ჩარევების სპეციფიკაზე, მსხვერპლის ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებასა და ოჯახში ძალადობის რეაგირებაზე გამახვილდა.

ტრენერებმა სოციალურ მუშაკებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს და ეფექტიანი რეაგირებისთვის ქართული რეალობის კონტექსტში განიხილეს. ტრენინგები ოჯახში ძალადობის ასპექტებზე სოციალური მუშაკების ცნობიერების გაზრდას ემსახურება.

ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის ფარგლებში სასწავლო კურსი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა USAID–ის დაფინანსებით განახორციელა. ტრენინგები 19 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …