მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში C ჰეპატიტით დაავადებული 13 473 ათასი პაციენტია დარეგისტრირებული
ბაზაში დარეგისტრირებულმა პაციენტებმა საჭირო კვლევების დასასრულებლად პროვაიდერ კლინიკებს უნდა მიმართონ. მომლოდინე პაციენტთა სიაში 1000-მდე პირია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში C ჰეპატიტით დაავადებული 13 473 ათასი პაციენტია დარეგისტრირებული

C ჰეპატიტის მართვის ცენტრს შრომის, ჯანმრთელიბოსა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

ვალერი კვარაცხელიას თქმით, ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს მოსახლეობას ის ეტაპები,რაც პროგრამაში ჩართულ და ჩართვის მსურველმა ბენეფიციარებმა უნდა გაიარონ.

ბაზაში დარეგისტრირებულმა პაციენტებმა საჭირო კვლევების დასასრულებლად პროვაიდერ კლინიკებს უნდა მიმართონ. ინფორმაციას პროგრამაში ჩართვის შესახებ პაციენტი მიიღებს სწორედ C ჰეპატიტის მართვის ცენტრში.

დღეის მდგომარეობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 13 473 ათასი პაციენტია დარეგისტრირებული. მათ შორის 11 284 ათას დაწყებული აქვს მკურნალობა. მომლოდინე პაციენტთა სიაში 1000-მდე პირია.

2030.news

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …