მთავარი » სოციალური » სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირები სახელმწიფო შემწეობას აღარ მიიღებენ
სოციალურად დაუცველ შრომისუნარიანი პირებს სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირების ვალდებულება ეკისრებათ.შესაბამისი ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მოამზადა.

სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირები სახელმწიფო შემწეობას აღარ მიიღებენ

სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს „სამუშაოს მაძიებლად” დარეგისტრირების ვალდებულება ეკისრებათ.

შესაბამისი ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მოამზადა, რომელიც მტავრობის სხდომაზე განიხილეს.

„კომერსანტს” სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თეა გვარამაძემ განუცხადა, რომ საქმე ეხება ისეთ ოჯახებს, სადაც ერთზე მეტი შრომისუნარიანი წევრი ცხოვრობს. გვარამაძეს განმარტებით ცვლილება, სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულმა საკმაოდ ბევრი შრომისუნარიანი პირის არსებობამ განაპირობა.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ, ოჯახის არამომუშავე შრომისუნარიან წევრებს ექნებათ ვალდებულება www.worknet.gov.ge -ზე „სამუშაოს მაძიებლად” დარეგისტრირდნენ დეკლარაციის შევსებიდან” არაუგვიანეს 30 დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ მოხვდება და შესაბამისად, ვერც სოციალურ დახმარებას მიიღებს”,– განაცხადა თეა გვარამაძემ.

საწყის ეტაპზე „სამუშაოს მაძიებლად” დარეგისტრირების ვალდებულება სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირების მსურველებს შეეხებათ.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …