შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ბავშვთა უფლებების დაცვა, ოჯახში ძალადობის პრევენცია და ცნობიერების ამაღლება, სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერება, დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია და ალტერნატიული სერვისების შექმნა-მოძიება, შშმპ-თა უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა- ამ საქმიანობაში მთელი წლის განმავლობაში წარმატებულად იყვნენ ჩართულები სამინისტროს და მისი უწყებების თანამშრომლები და ასევე მისი პარტნიორი ორგანიზაციები.
წარმატებული სოციალური სამუშაოსთვის, ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის, შშმ პირების მხარდაჭერისთვის, ასევე ოჯახების გაძლიერების ღონისძიებებისა და ძალადობის შემთხვევების რეფერირებისთვის ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს მასშტაბით მომუშავე 16 სოციალურ მუშაკს და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2 თანამშრომელს.
შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობისა და სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირებისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის 3 თანამშრომელს.
სამინისტრომ წარმატებული თანამშრომლობისთვის სიგელები გადასცა ასევე პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ დიდი ზომის შშმ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში და ალტერნატიული სერვისების შექმნაში- გაეროს ბავშთა ფონდს -UNICEF, „World Vision International – საქართველოს“ და არასამთავრობო ორგანიზაციას „საქართველოს ბავშვები“ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმართულ კამპანიაში მონაწილეობისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში შტანილი წვლილისთვის საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მადლობის სიგელი გადასცა საქართველოს რაგბის კავშირს და UN Women- გაეროს ქალთა ორგანიზაციას.