საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობისა და მართვის საკითხებზე რეგიონული სიმპოზიუმი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა.
კონფერენციაზე C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მართვისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე, ქვეყანაში ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობისა და ვირუსის მკურნალობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, ასევე C ჰეპატიტის მკურნალობის ახალ მიდგომებზეც იმსჯელეს და ერთმანეთს დიაგნოსტიკური კვლევების გაუმჯობესებულ პრაქტიკაზე გაუზიარეს გამოცდილება.