მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » შუახევის ინციდენტის მოკვლევის პირველადი შედეგები ცნობილია
„საქართველოს ბანკის“ ჰოსპიტალურ პროექტს ჩავარდნა ემუქრება

შუახევის ინციდენტის მოკვლევის პირველადი შედეგები ცნობილია

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს მიერ შუახევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩატარებული წინასწარი მოკვლევის შედეგები უკვე ცნობილია.

დავით სერგეენკოს თქმით, არ შესრულდა სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რამაც ქირუგიული და სამეანო პროფილის პაციენტების მოვლა რისკის ქვეშ დააყენა.

როგორც მინისტრი განმარტავს, „უნიმედ აჭარას“ ჰქონდა ვალდებულება, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს პაციენტის გადაყვანა მაღალი დონის კლინიკაში თავად განეხორციელებინა, რაც არ მოხდა.

„შემთხვევის დროს, რაიონში ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფებოდა. მათ დაჭრილის გადაყვანა შეეძლოთ, რაც მის გადარჩენის შესაძლებლობას გაზრდიდა. კატასტროფის ბრიგადა პაციენტის შესვლიდან 40 წუთის შემდეგ გამოიძახეს. მანქანა დაუყოვნებლივ გავიდა გამოძახებაზე, თუმცა ადგილზე მისვლისას, პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ცალსახად შემიძლია დავადასტურო, რომ არ შესრულდა სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რამაც ქირუგიული და სამეანო პროფილის პაციენტების მოვლა რისკის ქვეშ დააყენა. ეს დარღვევები იყო თუ არა 24 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი, ამაზე პასუხს კვირის ბოლოს მივიღებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, შუახევის საავადმყოფოში 25 წლის მამაკაცი მყენებული ჭრილობების შდეგეად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ექიმების არ ყოფნა გახდა. როგორც ცნობილია, ადგილზე არ იმყოფებოდნენ ანესთეზიოლოგი და ქირურგი. ექიმების არყოფნის მიზეზად ხელფასის გაუცემლობა სახელდება.

ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტზე პასუხისმგებლობას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე სახელმწიფოსა და „ევექსს“ აკისრებს.

newpost.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …