შსს და ჯანდაცვის სამინისტროებმა ფარმაცევტულ დაწესებულებებში სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს. გამოძიების ინფორმაციით სამართალდარღვევის 281 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან 82 პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევას უკავშირდება.
