მთავარი » სოციალური » შრომა » შშმ პირთა დამსაქმებლებს სახელმწიფო ოთხი თვის განმავლობაში დაეხმარება
დამსაქმებლებს სოც მომსახურების სააგენტოში შეუძლიათ წარადგინოს ვაკანსია და სახელმწიფო შშმ პირისთვის ხელფასის გადახდაში ოთხი თვის განმავლობაში დაეხმარება.

შშმ პირთა დამსაქმებლებს სახელმწიფო ოთხი თვის განმავლობაში დაეხმარება

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტომ ხელფასების 50-%-იანი სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამის მიხედვით, დამსაქმებელმა, რომელსაც შშმ პირის დასაქმების სურვილი აქვს, სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს ვაკანსია და სახელმწიფო მას შშმ პირისთვის ხელფასის გადახდაში ოთხი თვის განმავლობაში დაეხმარება. 4 თვის შემდეგ დამსაქმებელი ვალდებულია დადებული კონტრაქტის საფუძველზე დასაქმებულს გაუგრძელოს შრომითი კონტრაქტი და ხელფასი თვითონ აუნაზღაუროს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 676 000 ლარია და თითოეული დასაქმებულისთვის თვეში სახელმწიფო მაქსიმუმ 460 ლარს გადაიხდის.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, პროგრამა საპილოტეა.

“რამდენიმე რეგიონში დამსაქმებლებმა უკვე გამოთქვეს შშმ და სსსმ პირების დასაქმების სურვილი. პროგრამა პილოტირების პროცესშია. შემდეგ წელს სამუშაო ადგილების ფიზიკური ადაპტირების სუბსიდირებასაც ვაპირებთ”.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა სააგენტომ შარშან დაიწყო და პროგრამის ერთ-ერთი მიზანი შრომის ბაზრის კვლევაა.

“წელს პროგრამას, ე.წ. მოწყვლადი დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი დაემატა. მოდელის შემუშავებაში სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართული. იმედი მაქვს, პროგრამა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმებას”, – ამბობს ელზა ჯგერენაია.

liberali.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …