მთავარი » სოციალური » შშმ პირების მშობლები გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შშმ პირების მშობლები შეხვედრის თხოვნით მიმართავს და სახელმწიფოს მოუწოდებს, შშმ პირების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

შშმ პირების მშობლები გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ

შშმ პირის დედა ლელა ჯანაშია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შშმ პირების ოჯახებთან შეხვედრის თხოვნით მიმართავს და სახელმწიფოს მოუწოდებს, შშმ პირების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

როგორც ლელა ჯანაშიამ რამდენიმე მშობელთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დისკრიმინაციაა, რომ იმ პენსიონერთა რიცხვში, ვისაც პენსია გაეზრდება, შშმ პირები არ მოხვდნენ.

,,ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ გაზრდილ პენსიებში, შშმ პირები არ მოხვდნენ. ამან ძალიან დამწყვიტა გული, რადგან მოლოდინი გვქონდა, თან დისკრიმინაციაა, როდესაც ქვეყანაში ყველას ემატება პენსია 20 ლარით და არ ემატებათ შშმ ადამიანებს. ეს არის უყურადღებობა.

მინდა მივმართო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს – მე ვარ რიგითი მშობელი და ჩემს უკან ძალიან ბევრი მშობელია, რომლებსაც ასევე სტკივათ, უჭირთ და აქვთ თქვენი იმედი. მარტო 20 ლარი კი არა, ძალიან ბევრი პრობლემაა ჩვენს უკან, რაც ვერ მოაგვარა წინა ხელისუფლებამ და ეს ხელისუფლებაც მაინცდამაინც, არ იჩენს სათანადო ყურადღებას, ამიტომ, თქვენ გთხოვთ, ბატონო გიორგი, იქნებ გამოიჩინოთ გულისხმიერება და შეგვხვდეთ რამდენიმე ჯგუფს”, – განაცხადა ჯანაშიამ.

medianews.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …