მთავარი » სოციალური » შრომა » შრომითი მიგრაციის პროექტის პილოტირებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს
ვალერი კვარაცხელია პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილეს დემოგრაფიისა და მიგრაციის საკითხებში ბართოშ მარჩუკს შეხვდა.

შრომითი მიგრაციის პროექტის პილოტირებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პილოტური პროექტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილეს დემოგრაფიისა და მიგრაციის საკითხებში ბართოშ მარჩუკს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოდან პოლონეთში შრომითი მიგრანტების მობილურობის განვითარებაზე ისაუბრეს, რაც კადრებზე მოთხოვნა-მიწოდებას შეუწყობს ხელს. მოლაპარაკებაზე აქცენტი მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარებაზეც გაკეთდა.

პროექტის მთავარ პარტნიორებს საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, სოციალური მომსახურებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოები, პოლონეთსა და ესტონეთში დიპლომატიური მისიები და დასაქმების კერძო სააგენტოების ასოციაციები წარმოადგენენ.

“საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, ამავე ორგანიზაციის პოლონეთისა და ესტონეთის ოფისებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …