მთავარი » სოციალური » შრომა » შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ფრესკოს შეამოწმებს
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ფრესკოს შეამოწმებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სუპერმარკეტების ქსელ ”ფრესკოს” იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს.

როგორც ცნობილია, გუშინ სოციალურ ქსელში ”ფრესკოს” თანამშრომლების სახელით წერილი გავრცელდა, სადაც ისინი სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და “თანამედროვე მონობაზე” საუბრობენ. წერილის ავტორები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, ”ფრესკოში” არსებულ ვითარებასა და ზეწოლაზე მიუთითებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით დღეს დეპარტამენტიდან ჯგუფი ”ფრესკოს” ერთ-ერთ ობიექტში შევა და ვითარებას იძულებით შრომასა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს, ნახავს ხელშეკრულებებს. ამასთან, სამინისტროს თანამშრომლები შეხვდებიან როგორც ობიექტის თანამშრომლებს, ასევე მენეჯმენტის წარმომადგენლებს. ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს.

”გავრცელებული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. ჩვენი მანდატის პირობებში შესაძლებელია შემოწმება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფარგლებში. მაგალითად, საუბარი იყო, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს არ უშვებდნენ სამსახურიდან, შანტაჟის ერთ-ერთ ფორმად იყენებდნენ, რომ სხვა დამსაქმებლებთან დააგზავნიდნენ მის გაფუჭებულ რეზიუმეს მომავალი დასაქმებისთვის პირობების გასაუარესებლად. ეს ჩვენთვის სიგნალია, რომ შემთხვევა განსაკუთრებით მოვიკვლიოთ, რადგან ჩვენს მანდატში ჯდება.

ამ ეტაპზე, მთლიანად შრომით უფლებების სფეროს ზედამხედველობას ვერ ვუწევთ, თუმცა თუკი იქ იქნება იძულებითი შრომის ექსპლუატაციის ნიშნები, შემდგომში აუცილებლად გადავცემთ შსს-ს გამოსაძიებლად”, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით, თუკი უფლებრივ ნაწილში, რაც შეეხება – სამუშაო საათებს, ხელფასსა და სხვა საკითხებს, მართლაც აღმოჩნდება წარმოჩენილი მდგომარეობა, დეპარტამენტი ეცდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს გააგებინოს რა წერია კანონში და როგორ უნდა აღსრულდეს შრომის კოდექსი.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …