მთავარი » სოციალური » შრომა » შრომის ინსპექტორები სამუშაო პირობებს სეუ-ში ამოწმებენ
სეუ – ში ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემის შესწავლა უნივერსიტეტის მომართვის საფუძველზე ხორციელდება.

შრომის ინსპექტორები სამუშაო პირობებს სეუ-ში ამოწმებენ

შრომის ინსპექტორები სამუშაო პირობებს ამჯერად საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) ამოწმებენ.

სასწავლო დაწესებულებაში ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სისტემის შესწავლა უნივერსიტეტის მომართვის საფუძველზე ხორციელდება. ინსპექტირების პროცესს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან ერთად შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.

შრომის ინსპექტორები სასწავლო დაწესებულებაში არსებულ სამუშაო პირობებს დეტალურად შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ კი ინსპექტორები უნივერსიტეტში განმეორებით ვიზიტს განახორცილებენ.

შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში. შრომის ინსპექცია ახდენს პრევენციას სამუშაო ადგილზე მიღებული დაზიანებებისგან. ინსპექტორების მიერ გაცემული მითითებები სარეკომენდაციო ხასიათისაა, შესაბამისად სანქცირების მექანიზმი არ გამოიყენება.

2016 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 86 კომპანიის 176 ობიექტი შეამოწმა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …