მთავარი » სოციალური » შრომა » შრომის ინსპექტორები მინდელის შახტაში არსებულ პირობებს გაეცნენ
ინსპექტირების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორები რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ მენეჯმენტს წარუდგენენ.

შრომის ინსპექტორები მინდელის შახტაში არსებულ პირობებს გაეცნენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორები კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ მინდელის სახელობის შახტაში არსებულ ვითარებას სწავლობენ.

ისინი ადგილზე ეცნობიან დასაქმებულების სამუშაო გარემოს. აკვირდებიან, რამდენად არის შრომითი უსაფრთხოება დაცული და მონიტორინგს უწევენ დასაქმებულების შრომით უფლებებს.

ინსპექტირების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორები სპეციალურ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ მენეჯმენტს წარუდგენენ. თავის მხრივ, კომპანია მიესალმება თანამშრომლობის ამ ფორმას და გამოთქვამს მზაობას, მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად დასახოს სამოქმედო გეგმა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …