მთავარი » სოციალური » შრომა » შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა წლიური ანგარიში წარადგინა
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა წლიური ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება 176 ობიექტზე განხორციელდა. იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით, 99 კომპანია შემოწმდა. შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების არსებობის გამო ერთი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექტორებმა 7 უბედური შემთხვევა გამოიკვლიეს.

176 ობიექტზე შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის – 155, ელექტრო უსაფრთხოების გაუმართაობის – 80, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის – 63, კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობის – 14, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობის – 17, მიკროკლიმატის დაუცველობის – 70, მომეტებული საწარმო ხმაურის – 18, მომეტებული მტვრიანობის – 11 და სხვა ტიპის შემთხვევები.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, შრომის ინსპექტირების ინსტიტუტის ეფექტიანობაზე განმეორებითი შემოწმების შედეგებიც მეტყველებს. მისივე განმარტებით, 157 ობიექტზე ჩატარებული რემონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვნად გამოსწორდა კომპანიებში ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროსისტემები, გაუმჯობესდა კოლექტიური დაცვის საშუალებები, დასაქმებულებს მიეწოდათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

ამავე წელს, შემოწმების პროცესის სრულყოფის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ტემპერატურის, ტენიანობის, მტვრის, განათების, ხმაურის მზომი ხელსაწყოები შეისყიდა. შრომის ინსპექტორებს კი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ.

მომზადდა „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი. 2017 წელს დეპარტამენტის პრიორიტეტს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით ნებაყოფლობითიდან სავალდებულო ინსპექტირებაზე გადასვლისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზება, ინსპექტორების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, სერტიფიცირება, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …